
მეხილეობაში იყენებენ ქლიავის, ატმისა და გარგარის საძირედ. ველურად და კულტურაში გავრცელებულია ბალკანეთში. შუა და მცირე აზიაში, ირანში, ამიერკავკასიაში და სხვა.
საქართველოში უძველესი დროიდან თითქმის ყველგანაა გავრცელებული ზღვის დონიდან 1600-1800 მ-მდე. ამჟამად დარაიონებული ჯიშებია გულდედავა, გაზაფხულის მერცხალი, წითელი დროშა, ქუთაისი, რიონი, ხვავიანი და სხვა.
ტყემალს ქართულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ტყემლისგან მზადდება საუკეთესო ხარისხის წვენი, კომპოტი, მურაბა, სანელებელი, ტყლაპი და სახელგანთქმული საწებელი, რომელიც ქართული სუფრის ერთერთი უნიკალური ატრიბუტია.
კულტურული ტყემლის ნაყოფი შეიცავს (%-ობით): შაქრებს 4-10, მჟავებს 1,5-4, პექტინს 0,3-1,5, C ვიტამინსა და A პროვიტამინს.
dzaan magaria tu shegidzlia aluchaze dawere shemdegshi
ReplyDeleteუმაგრესია .უფრო მეტი ინფორმაცია ოღონდ ალუჩაზე თუ შეგიძლია
ReplyDeleteმადლობა გოგოებოოო
ReplyDelete