Posts

Image
ტყემალი  ( ლათ.   Prúnus cerasiféra ) — მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარე  ვარდისებრთა   ოჯახის   კურკოვანთა  გვარისა. ხის სიმაღლე 3-10 მ აღწევს, ზოგჯერ ხისმაგვარი ბუჩქია, ძლიერ დატოტვილი, ეკლიანი ან უეკლო.  ნაყოფი  მომრგვალო, მობრტყო-მომრგვალო ან უკუკვერცხისებრი აქვს. ფერად ყვითელი, წითელი და იისფერია, ზოგჯერ თითქმის შავი. ნიადაგისადმი ნაკლებ მომთხოვნი, დაავადებებისადმი მედეგი, გვალვა- და ყინვაგამძლეა. მოსავლიანობა ზრდასრული ხიდან 300 კგ-მდეა. მეხილეობაში იყენებენ  ქლიავის ,  ატმისა  და  გარგარის  საძირედ. ველურად და კულტურაში გავრცელებულია ბალკანეთში. შუა და მცირე აზიაში, ირანში, ამიერკავკასიაში და სხვა. საქართველოში  უძველესი დროიდან თითქმის ყველგანაა გავრცელებული ზღვის დონიდან 1600-1800 მ-მდე. ამჟამად დარაიონებული ჯიშებია გულდედავა, გაზაფხულის მერცხალი, წითელი დროშა, ქუთაისი, რიონი, ხვავიანი და სხვა. ტყემალს ქართულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ტყემლისგან მზადდება საუკეთესო ხარისხის წვენი, კომპო...